საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ალავერდის მიტროპოლიტი დავითის მიწვევით, იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახელოსნო” და იყალთოს აკადემია მოინახულა. მეტროპოლიტის ინიციატივით დაარსებული „ქვევრის სკოლა-სახელოსნო“ მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული, უძველესი მეთოდების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებას.