თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის უნივერსიტეტში გაწეულ საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისა და ნაყოფიერი ორგანიზაციული საქმიანობისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.