საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.
გასაუბრება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და რომელთაც განაცხადის ფორმა შეავსეს ვებგვერდზე www.directos.mes.gov.ge. დანართის სახით იხილეთ გასაუბრების განრიგი.
გასაუბრება შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მისამართი: დ. უზნაძის #52.