ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „კარგი მმართველობის ფონდი“ (GGF) განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ახალ მექანიზმებსა და კოლეჯების მართვის ახალ მოდელს ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორის დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „კარგი მმართველობის ფონდის“ მხარდაჭერით უახლოეს მომავალში დასრულდება პროფესიული განათლების სფეროში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებსა და კრიტერიუმებთან.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს
პროფესიული განათლების მასშტაბისა და ეფექტურობის ზრდას.
ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური
მხარდაჭერით, „კარგი მმართველობის ფონდი“ (GGF) განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის
ჩართულობის ახალ მექანიზმებსა და
კოლეჯების მართვის ახალ მოდელს ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი და პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორის დონორი ორგანიზაციების
მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ „კარგი
მმართველობის ფონდის“ მხარდაჭერით უახლოეს მომავალში დასრულდება პროფესიული
განათლების სფეროში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ძირითადი
მიმართულებების განსაზღვრა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო და კერძო
თანამშრომლობის სააგენტოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებსა და კრიტერიუმებთან.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს
პროფესიული განათლების მასშტაბისა და ეფექტურობის ზრდას.