საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების კუთხით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას, პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მათ პროფესიული დღე მიულოცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მოსწავლეებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის ბანკის (ADB) ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორთან სოფია შაკილთან. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.