საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან,
მორიგი
შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ამჯერად, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობასა და
სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.