საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილება. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გახსნა.
ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება.