მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2022 წელს გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.
საქართველოს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „მერმისს“ ესტუმრა, სტუდენტებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
საქართველოში ღვინის მასშტაბური ფესტივალი დაიწყო, რომელიც ქართული ღვინისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ახალი ფესტივალი სახელწოდებით „ღვინის დღეები საქართველოში“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით 26 ლოკაციაზე, 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე იმართება. მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციისა და პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ფესტივალს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი „აისი“. კოლეჯში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ მიიღო.
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, რომლებიც 2022 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს და/ან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ ტესტირებაზე შემდეგი მიზეზების გამო.