საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების
(GIZ) ორგანიზებით, შიდა ხარისხის მართვის (EFQM) „სრულყოფის
მოდელის“ დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის, პროფესიული სასწავლებლები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და ერთად, ექვს პროფესიულ დაწესებულებას
სერტიფიკატები გადასცა.