პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვის ახალი მოდელის დანერგვის შესაძლებლობებზე და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ საქმიანობის ფორმალიზებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოს 2021 წელს პროფესიული განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები და სიახლეები გააცნო.
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ დამფუძნებელია, სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი (IFMGA) გახდა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლის სადიპლომო პროგრამამ. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დიპლომირებულმა 30-მა სამთო გამყოლმა კი საერთაშორისო სამთო გამყოლის სტატუსი მიიღო.
ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, თამარ სამხარაძესთან ერთად პროფესიული განათლების საერთაშორისო კონგრესს დაესწრო. კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ცალკეული შეხვედრები ბასკეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ბასკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ესპანეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან.