საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პროფესორებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საპატიო ჯილდოები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის – „საქართველოში სამეცნიერო პრიორიტეტების დადგენა, კვლევის შედეგები‘‘ პრეზენტაცია გახსნა, რომელიც ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის‘‘ ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ.