საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ კომპანიას “IBA” ეწვია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ციკლოტრონის აწყობა მიმდინარეობს. მინისტრი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად ციკლოტრონების აწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ჟან-ერიკ პაკესთან და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობისა და განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.