საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტრასბურგში მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული მინისტერიალის 26-ე სესიაში სახელწოდებით – „განათლება გარდამტეხი ძალა: უნივერსალური ღირებულებები და სამოქალაქო განახლება“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) ღონისძიებას მასპინძლობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან იესპერ მოლერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.