28 აგვისტოს, ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ აპოსტოლია კარამალის და EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცნიერების, მკვლევართა პუბლიკაციებს ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რაც საქართველოს მეცნიერების დიდი საერთაშორისო წარმატებაა და ადასტურებს მათი კვლევების მაღალ დონეს, სამეცნიერო ნაშრომებისაქტუალობასა და მაღალკონკურენტუნარიანობას, მოთხოვნადობას მსოფლიოს მასშტაბით.