საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსებიდან 65 წლისთავს ულოცავს.
ბელგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ სინე რაცომ უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ევროკავშირის პროგრამა Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციის კომიტეტის მეორე გაერთიანებული შეხვედრა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით, Horizon Europe-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მინისტრის რანგში პირველი საერთაშორისო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის კვლევისა და განვითარების საკითხებში გენერალური დირექტორიატის გენერალურ დირექტორთან მარკ ლემეტრთან.