საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ABET-კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა მაქს ვებერის ფონდის დელეგაციასთან, რომელსაც ფონდის მმართველი დირექტორი ჰარალდ როზენბახი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მაქს ვებერის ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს – მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოში მაქს ვებერის ფონდის ოფისის დაფუძნების საკითხს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, პშემისლავ ჩარნეკის მიწვევით, ქალაქ ტორუნში ცნობილი მეცნიერის ნიკოლას კოპერნიკის 550 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან ერთად მეცნიერების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის საკითხები განიხილა.
ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, მიიღო.