საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და მათ წარმატებები უსურვა. აღნიშნული კონკურსი ქართული დიასპორის მოსწავლეებისთვის მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლი აცხადებს სამეცნიერო ზღაპრების კონკურსს სახელწოდებით – „ფასკუნჯი“.
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის 30 წლის საიუბილეო კვირეულის პირველი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.