შვეიცარიის მთავრობის მიერ გამოცხადებულია სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის 2022-2023 აკადემიური წლისთვის სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევით პროგრამებზე.
საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ნოემბერი 15:00 საათი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: www.sbfi.admin.ch/