ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულია 24 მხარდამჭერი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის შემადგენლობაში შედიან: ყველა საგნის ექსპერტი, დაწყებითი განათლების ექსპერტი, ტექნოლოგიების ექსპერტი, ინკლუზიური განათლების ექსპერტი, ლიდერობის ექსპერტი და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორები.
მხარდამჭერი ჯგუფების წევრები აქტიურ კომუნიკაციაში არიან რეფორმაში ჩართულ სკოლებთან და თანამშრომლობენ მათთან შემდეგი მიმართულებებით:
თანამშრომლობის პროცესი ითვალისწინებს ინტენსიურ, ქოუჩინგის პრინციპებზე დაფუძნებულ მხარდაჭერას ერთი აკადემიური წლის განმავლობაში. შემდგომ პერიოდში სკოლები დამოუკიდებლად აგრძელებენ მუშაობას და კომუნიკაციაში არიან მხარდამჭერი ჯგუფების ექსპერტებთან საჭიროებისამებრ.