სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა 2022/2023 სასწავლო წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს ორ სტიპენდიას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.
მსურველებს აპლიკაციის ფორმების შევსება შეუძლიათ ონლაინ მისამართზე: https://www.vladnestipendia.sk/en/ მიმდინარე წლის 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/.
ზემოთხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. მსურველებს ასევე შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 02.09.2022-დან 30.06.2023 -ის ჩათვლით. ენების კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე: https://cdv.uniba.sk/.