საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2017 წელს ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მონიტორინგი განხორციელდა, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მიერ ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. სწორედ გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის აუცილებელი აქტივობების სამომავლო დაგეგმვა.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ მიუხედავად ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს ამ მიმართულებით, კერძოდ, გამოვლინდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების აუცილებლობა; ჯერ კიდევ დაბალია საგნის მასწავლებლების კვალიფიკაცია, მოტივაცია და ჩართულობა; საჭიროა დაფინანსების გამართული მოდელის შემუშავება; საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს გამართა და მეტი საგანმანათლებლო რესურსი.