საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური სწავლების (Work- Based Learning) თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დუალური სწავლების სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გზამკვლევის პროექტზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები, სახელმწიფო დაწესებულებათა, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (GIZ, UNDP) წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.