ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანია
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველა საჯარო სკოლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
განახლებული ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო
პროცესის მართვას გაუმარტივებს, რადგანაც მისი
საშუალებით შესაძლებელი იქნება:
მოსწავლეების ელექტრონული აღრიცხვა და შეფასება.
მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება.
სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი
საშინაო დავალებების ჩანიშვნა.
მოსწავლეების შეფასებებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.
მოსწავლის შესახებ მშობელსა და მასწავლებელს
შორის ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა.
სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი
საშინაო დავალებების თვალყურის მიდევნება.
შვილის შეფასებებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.
პროცესის ყველა მონაწილეს წინასწარ
აქვს ინფორმაცია სასწავლო დასვენების დღეების შესახებ.
პედაგოგების მსგავსად, სისტემაზე წვდომა ნებისმერი ადგილიდან, მობილური ტელეფონისა
და პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით მშობლებსაც შეუძლიათ და მიუხედავად გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა
შეძლებენ შვილის სასწავლო პროცესის კონტროლს.
განახლებული ელექტრონული ჟურნალი TEAMS-ის პროგრამაშია ინტეგრირებული, რაც კიდევ უფრო
ამარტივებს პროცესებს მასწავლებლებისთვის, მოსწავლეების და მშობლებისთვის.
ასევე შეგიძლიათ საგანმანათლებლო ელექტრონული
პორტალი EL.GE-ის პლატფორმაზე იხილოთ ვებინარი და
გაიგოთ ყველაფერი ელექტრონული ჟურნალის განახლებული ფუნქციონალის შესახებ.
სისტემაში შესვლა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით.
ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შესაბამის ბმულს:
ელექტრონული ჟურნალის ვებ გვერდის მისამართია: Onlineschool.emis.ge
ელექტრონული ჟურნალი ინტეგრირებულია
სკოლის მართვის საინფორმაციო სისტემა Eschool-ში.
ელექტრონული ჟურნალის მოხმარებასთან
დაკავშირებით ყველა საჭირო კითხვაზე პასუხი განთავსებულია საგანმანათლებლო ელექტრონულ
პორტალ EL.GE-ზე: https://el.ge/
ასევე,ელექტრონული
ჟურნალის მოხმარებასთან დაკავშირებით საჭირო
კითხვაზე პასუხი განთავსებულიაyoutube პლატფორმაზე, სადაც
განთავსებულია საჭირო რესურსები, ვიდეო ინსტრუქციები, კითხვა-პასუხის რეჟიმი. https://www.youtube.com/user/thecremli/videos
იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/emis.ge/photos/3395100177222692