საჯარო
სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft Office 365-ის, 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენება შეუძლიათ.
კორონავირუსის
პრევენციის მიზნით, განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემა საჯარო სკოლების
ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა
და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს,
რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების
წარმართვაში დაეხმარება.
დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები,
მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების
შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა
ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს,
სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების
ერთად აწყობას, აზრების
გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს.
Teams-ში ინტეგრირებულია
OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და
მასწავლებლებისთვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი
სამუშაო სივრცე. პროგრამა
ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების
მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.
აღნიშნული ინტერნეტ პროდუქტები ყველა ჩართული
მხარისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის,
მოსწავლეებისთვის შექმნილია ელექტრონული ფოსტა,
რომელზეცუსაფრთხოებისმაღალიხარისხისმისაღწევადგარკვეულიშეზღუდვებიადაწესებული.
გარდა ამისა, გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების
მაგალითები განთავსებულია პორტალზე: email.mes.gov.ge.
განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემამ ყველა საჯარო სკოლას გადაუგზავნა სკოლის ადმინისტრაციისა
და მასწავლებლების მომხმარებლის პროფილები (user) და ერთჯერადი პაროლები, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ
Office 365-ის შემდეგ პროგრამებში
ავტორიზება (შესვლა):
Email, Microsoft Teams, Class Notebook, PowerPoint, Forms, OneDrive და ა.შ.
Microsoft - თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულენაზე
ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი, და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსები. ასევე
ქართულვერსიაში წარმატებით განხორციელდა ინტერაქტიული ქართულ ენოვანი
Chat-Bot-ნიკა. Chat-Bot-ნიკა საინფორმაციო წყაროა,
რომელიც Teams-ის პლათფორმაშია ჩაშენებული.ის საკომუნიკაციო ველშია განთავსებული როგორც
საკონტაქტო პირი და მუდამ მზადაანების მიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.
Microsoft Teams-ის ქართული ვერსია ხელმისაწვდომია
65 000-მდე მასწავლებლისადა
620 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.
Microsoft Teams-ის ინტერფეისი
სადაც ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა
და ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 600,000-მდე გაზარდა.
Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა
ელექტრონული რესურსების პორტალი el.ge , რაც კიდევ უფრო
გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას.
საქართველოში Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის
პროცესს უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა,
როგორიცაა OECD და იუნისეფი.
კორპორაცია
მაიკროსოფტმა დეტალურად შეისწავლადისტანციური სწავლებისას, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო
პროდუქტების დანერგვის პროცესი, უწყების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები
წარმატებულ ნიმუშად აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა
(Case Study).
Microsoft
Teams-ის მოხმარებასთან დაკავშირებით ყველა საჭირო კითხვაზე პასუხი განთავსებულია საგანმანათლებლო
ელექტრონულ პორტალზე EL.GE:
https://el.ge/articles/microsoft/category/457?microsoft_only=1
განათლების
მართვის საინფორმაციო სისტემამ დისტანციური სწავლების პროცესში
Microsoft Office 365-ის გამოყენებისთვის არაერთი
აქტივობა განახორციელა.
იხილეთ ლინკი: https://www.facebook.com/emis.ge/photos/2967603383305709
ეტაპები,რომელიც უნდა გაიაროს მასწავლებელმა
Microsoft Office 365 -ის პროდუქტების მისაღებად იხილეთ ლინკი:. https://www.facebook.com/emis.ge/photos/2921527131246668
ეტაპები,რომელიც უნდა გაიაროს მოსწავლეებმა და მშობლებმა
Microsoft Office 365 -ის პროდუქტების მისაღებად.
იხილე ლინკი: https://www.facebook.com/emis.ge/photos/2945994648799916