საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება დაიწყო. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზებით. სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატს.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, შესაძლოა გახდეს ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. უფლების მოპოვების შემდეგ, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება განსაზღვრულ პრიორიტეტულ დარგებში.
პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, სტანდარტების, პროგრამის შემუშავების, მსმენელთა ჩარიცხვის, პრიორიტეტული სექტორებისა და სხვა საჭირო რეგულაციების შესახებ, ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ:
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N131 დადგენილება
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის N59/ნ ბრძანება
- პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N71/ნ ბრძანება
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 2 აპრილის N67/ნ ბრძანება
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების მიღების მიზნით ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოში წარმოსადგენი განაცხადის (პროგრამული / ფინანსური) ფორმა
- პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსების მიზნით 2023 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 13 თებერვლის ბრძანება.
მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებზე მიმდინარე რეგისტრაციების, პროგრამების შინაარსის, განმახორციელებელი ორგანიზაციების და პარტნიორების შესახებ მონაცემები განთავსებულია ვებ გვერდზე www.vet.emis.ge
დამატებითი ინფორმაცია ხელმისწვდომია სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220