პანდემიის პერიოდში პირველად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სწავლა სკოლის შენობებში გაგრძელდა. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას და მშობლებს სწავლის დაწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სხვადასხვა სკოლებში პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა.
15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება. სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნების პირველ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად, თბილისის 155-ე, 142-ე, და 159-ე საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.