საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად „ჰუავეის" პლანშეტები გადასცეს.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით პრეზენტაციის წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ შემუშავებულ იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წარმატებულ მოსწავლეთა ინტერესებს, კერძოდ, მათი მხრიდან წლიური შეფასების გაუმჯობესებას უკავშირდება.