მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გამომცეობები გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიებზე უფასო წვდომას სთავაზობენ:
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.