საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პირველკლასელთა საყოველთა ელექტრონულ რეგისტრაციას აცხადებს. რეგისტრაცია 21 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლადრებილიტირებული სკოლა გახსნა.
2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. საქართველო წელს მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია. მოსწავლეთა შერჩევა მიმდინარე წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩევიან.
მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისდან დაიწყება და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება ექნებათ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.