მიმდინარე წლიდან საქართველოს რამდენიმე ათეულ საჯარო სკოლაში მოვლა-პატრონობის სისტემის პილოტირება განხორციელდება. პროგრამის საპილოტე ფაზის სამოქმედო გეგმა, სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგია, სისტემა და პროცედურები დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გააცნეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის დღიურების კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII-XII კლასის მოსწავლეებმა. შემოსული 216 ნამუშევრიდან, ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციებით, მიიღო გადაწყვეტილება სკოლებში სწავლის გადადების თაობაზე.