ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი ახლად აშენებულ სკოლაში დაიწყეს. ახალი სკოლის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე დაესწრო და პირადად მიულოცა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა. 150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ბოლო საზაფხულო ბანაკი ანაკლიაში, საზეიმოდ დაიხურა. „მომავლის ბანაკში“ წელს 3 000-მა მოსწავლემ დაისვენა. სულ ზაფხულის განმავლობაში, ექვსმა ახალგაზრდულმა ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10 000-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.