პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი, საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის 8 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება და 8 ივნისს, 18:00 საათზე დამთავრდება.
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მუშაობაში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2018“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.