09.11.2017
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ზვიად როსტომაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონის 282 მეათეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.