საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პირადად გაეცნო იმ საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობას და შედეგებს, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის მთავრობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.