საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალ ფორმატში წარდგენის პროცესი საჯარო განხილვის ეტაპზე გადავიდა. სტრატეგიის ზოგადი განათლების ნაწილის საჯარო განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის 2017-2022 წლების ფარგლებში, სკოლამდელი განათლების მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის ბაღების გაერთიანების დირექტორი ბატონი თემურ თორდინავა, ბაღების დირექტორები და სხვადსხვა სამთავრობო და არსამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.