საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“, „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების კავშირისა“ და „სპორტულ კლუბ მორკინალი 2011“-ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მასწავლებლის დღის აღსანიშნავად პედაგოგებს შორის „სპორტული კვირეული-2017“ გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს.