საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახური მონაწილეობდა, ქ. სამტრედიის N15-ე სკოლა-პანსიონის რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამტრედიის N15-ე სკოლა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ანტისოციალური ქცევის მქონე მოსწავლეების მიმართ შესაბამის პროგრამებს ახორციელებს.
,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.