სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების და სკოლების საჭიროებების შეფასების შედეგების განხილვა მოეწყო.