სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ლევან იზორიამ და გიორგი გახარიამ სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას მემორიალი გახსნეს, ასევე სოფლების ახუთის, მუხურისა და კირცხის საჯარო სკოლებიც მოინახულეს და მოსახლეობას შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (იუნისეფს) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმდა შეთანხმების მემორანდუმი სამწლიანი პარტნიორობის შესახებ საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით.