სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, თბილისის სკოლების მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების მონაწილეობით, სპორტულ ღონისძიებათა ფესტივალი გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა და პირველი გაკვეთილები ჩატარდა.
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „ვისწავლოთ და დავისვენოთ ერთად“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში მყოფი 300-მდე მოსწავლე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოინახულა. მინისტრის მოადგილე მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებასაც დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და რუსთავის საჯარო სკოლებში არსებული აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეების ინტეგრირებული კლასების მშობლებს უმასპინძლა. 2017 წლის მონაცეემბით ინტეგრირებულ კლასებში 70 აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლე იღებს დამატებით მომსახურებას მათი სასწავლო პროცესში ინტეგრაციის მიზნით.