ბოლო პერიოდში, მედიაში და საზოგადოებაში ახალი სახელმძღვანელოების მომზადების საკითხები აქტიურად განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარესთან მუშაობს, სამუშაო პროცესის მიღმა გარკვეული ძალები ცდილობენ თემის პოლიტიზებას. შესაბამისად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს პროცესის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.