„ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი. მოსწავლეებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ, ციხესთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს. ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, ინტერვიუებისა და რეპორტაჟების კონკურსი ჩატარდა, ილუსტრაციებისა და ესეების კონკურსები გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად.