საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან არია მაკონენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ელჩს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო.
მარნეულის რაიონის სოფელ დიოკნისის მოსწავლეები ახალი სასწავლო სემესტრიდან თანამედროვე სტანდარტების ახალ სკოლაში აგრძელებენ სწავლას. სკოლა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველად, მოსაწავლეთა მშობლების მოსმენა და მათთან ერთად, პრობლემური საკითხების მოგვარება დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საბერძნეთის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტერენს-ნიკოლაოს ქუიკსი ხელმძღვანელობდა.