საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონს, 136-ე საჯარო სკოლას და კერძო სკოლა აია-ჯესსის ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
შემაჯამებელი ღონისძიება „ეროვნული სასწავლო გეგმა - განვითარება და დანერგვა“ გაიმართა. 2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, უკვე მესამე წელია ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები კონსულტირებას უწევენ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტთა ჯგუფებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამ საელჩოსთან არსებული სამოქალაქო სამხედრო მხარდაჭერის მექანიზმის (Civil Military Support Element (CMSE)) წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საბერძნეთში განათლების, კვლევის და რელიგიის საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დასრულება საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ენის სწავლების ნებართვასთან დაკავშირებით.