საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. შედეგად, 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.