მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა საზეიმო მიღება გაიმართა. 100-ზე მეტ წარმატებულ პედაგოგს პროფესიული დღესასწაული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოსთან“ (,,World Vision Georgia”) ერთად, ახორციელებს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროექტს მიუსაფარი ბავშვებისთვის.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველ ოქტომბერს, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700–ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.