საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, ასევე გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურას და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებს.
შიდა ქართლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჯეჯელავამ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები ამჯერად, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებს გააცნო.