საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016“ დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ოლიმპიადა (IChO-48) 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობისათვის საქართველოს 75 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ეწვია.
ევროპის კვირეულის ფარგლებში, ვიდეო სიუჟეტების კონკურსი „ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გაეაზრებინათ ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობა ქართულ თანამედროვე სივრცეში.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, უკვე მეხუთედ ატარებს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ქართული ხელნაწერი“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დასავლეთ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა საჩხერელ პედაგოგებთან გამართა, სადაც ასევე ისაუბრა სისტემის განვითარების მიმართულებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე.