საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული ქართული ენის, ქართულის – როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2023 წლის 7 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2023 წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი – ტესტირება 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სკოლის დირექტორებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის შესახებ.