საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და დეპუტატებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.